პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაეცნობიან ჭიათურის გეოგრაფიულ მდებარეობას ,ქალაქის დაარსების ისტორიას,კულტურულ ძეგლებს ,პალეოლითის ხანის გამოქვაბულებს,სასარგებლო წიაღისეულს და ეკოლოგიურ ,დემოგრაფიულ მდგომარეობას,იმერულ სამზარეულოს
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები თვითონ შეიმეცნებენ საკუთარი გარემოს დადებით და უარყოფით მხარეებს.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ :კვლევითი ,შემოქმედებითი, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი:ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;მსჯელობის,არგუმენტაციისა და პრეზენტაციის უნარი;პრობლემების გააზრებისა და კავშირების დადგენის უნარი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები იმსჯელებენ ჭიათურის ადგილმდებარეობის შესახებ,შეისწავლიან ჭიათურის კულტურულ ძეგლებს ,ქვის ხანის გამოქვაბულებს,იმსჯელებენ მანგანუმის დადებით და უარყოფით შედეგებზე,ეკოლოგიურ პრობლემებზე; მოიძიებენ ინფორმაციას ჭიათურის დემოგრაფიულ მდგომარეობას,გაეცნობიან იმერულ სამზარეულოს.
მონაწილეთა ასაკი :15-16
ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს
სხვადასხვა ისტორიული
ეპოქის
საქართველოში
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა
დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ფოტო აპარატი,ვიდეოკამერა,ლიტერატურა:შავი ოქროს ქალაქი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1. შევარჩევთ საპრეზენტაციო თემას და დავსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს;
2. დაიყოფებიან ჯგუფებად, ისეთი შერჩევით, რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე;
3. გავარკვევთ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფის ლიდერს;
4. აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით: მასალის მოძიება, საუკეთესო და გამოსადეგი მასალის შერჩევა, ტექსტზე მუშაობა, მოპოვებული ინფორმაციის აზრობრივად დალაგება.
5. მოამზადებენ პრეზენტაციას.
პროექტის ხემძღვანელი: ნატო ბაქრაძე
შეფასება: იხ.რუბრიკა
შეფასება: იხ.რუბრიკა