Friday, May 27, 2016

პროექტი

პროექტის  სახელწოდება : ჩემი  გარემო
პროექტის  მთავარი  იდეა:მოსწავლეები  გაეცნობიან  ჭიათურის გეოგრაფიულ მდებარეობას ,ქალაქის  დაარსების ისტორიას,კულტურულ  ძეგლებს ,პალეოლითის  ხანის  გამოქვაბულებს,სასარგებლო  წიაღისეულს  და ეკოლოგიურ ,დემოგრაფიულ  მდგომარეობას,იმერულ სამზარეულოს
 პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები თვითონ  შეიმეცნებენ საკუთარი  გარემოს  დადებით  და  უარყოფით  მხარეებს.
პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ :კვლევითი ,შემოქმედებითი, კომუნიკაციისა  და   თანამშრომლობის    უნარი:ინფორმაციის მოპოვებისა  და  ორგანიზების უნარი;მსჯელობის,არგუმენტაციისა  და  პრეზენტაციის  უნარი;პრობლემების  გააზრებისა  და  კავშირების  დადგენის  უნარი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები იმსჯელებენ ჭიათურის  ადგილმდებარეობის  შესახებ,შეისწავლიან ჭიათურის კულტურულ ძეგლებს ,ქვის  ხანის  გამოქვაბულებს,იმსჯელებენ  მანგანუმის  დადებით და უარყოფით შედეგებზე,ეკოლოგიურ პრობლემებზე; მოიძიებენ  ინფორმაციას ჭიათურის დემოგრაფიულ მდგომარეობას,გაეცნობიან იმერულ  სამზარეულოს.
მონაწილეთა  ასაკი :15-16
ვადები/ხანგრძლივობა:1  თვე
მოსალოდნელი  შედეგები:
ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
 ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის 
ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:კომპიუტერი,ფოტო აპარატი,ვიდეოკამერა,ლიტერატურა:შავი  ოქროს  ქალაქი.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1. შევარჩევთ საპრეზენტაციო  თემას და დავსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს;
2. დაიყოფებიან ჯგუფებად, ისეთი შერჩევით, რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე;
3. გავარკვევთ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირევთ ჯგუფის ლიდერს;
4. აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით: მასალის მოძიება, საუკეთესო და გამოსადეგი მასალის შერჩევა, ტექსტზე მუშაობა, მოპოვებული ინფორმაციის აზრობრივად დალაგება.
5. მოამზადებენ პრეზენტაციას.

პროექტის  ხემძღვანელი: ნატო  ბაქრაძე
შეფასება: იხ.რუბრიკა

No comments:

Post a Comment